Societas Linguistica Europaea
Societas Linguistica Europaea (SLE) არის ენათმეცნიერების ევროპული ასოციაცია. მისი წევრები შეიძლება იყვნენ ევროპელებიცა და არაევროპელებიც. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ენის მეცნიერული შესწავლის ყველა ასპექტის განვითარებას როგორც ევროპულ, ისე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
შემოუერთდით Societas Linguistica Europaea-ს
თქვენ, როგორც წევრს, გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ საერთაშორისო აღიარების რეფერირებადი ორი ჟურნალის (Folia Linguistica და Folia Linguistica Historica) ყოველწლიური ნომრები
დამტებითი დეტალები ელექტრონული განაცხადიSocietas Linguistica Europaea-ს წევრები ამჟამად
SLE-ს წევრებს შეუძლიათ გაიარონ ავტორიზაცია SLE-ს წევრთა არეალში (SLE Members’ Area). ავტორიზაცია საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, გადაამოწმოთ წევრობის განახლების თარიღები და განაახლოთ SLE-ს საწევრო ან ელექტრონულად, საკრედიტო ბარათით, ან წევრობის განახლების ფორმის შემოტანით.